Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 50-ე კონგრესზე კვლევის შედეგები წარადგინეს
“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 50-ე საიუბილეო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ჩატარებული კვლევების შედეგები წარადგინეს.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის სოფიო სამხარაძის მოხსენება ეხებოდა მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის გამოყენებასა და პირის ღრუსა და ზოგად ჯანმრთელობაზე მათი მავნე ზეგავლენის შესახებ ცნობადობას.
პროგრამის თანახელმძღვანელის მარიკა ზურმუხტაშვილის კვლევაში კი განხილული იყო კლინიკური სემესტრის სტუდენტების მიერ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები და გამოწვევები.
კონგრესის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე სტომატოლოგიური განათლებისათვის აუცილებელი სიმულატორები, აპარატურა და კომპიუტერული პროგრამები.
“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები პარტნიორ კომპანიას Immersify-ს შეხვდნენ და თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.