სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” თვითმმართველობამ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა

2025 წლის 25-26 სექტემბერს “ევროპის უნივერსიტეტის’ სტუდენტურმა თვითმმართველობამ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა.

შეხვედრებზე თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტებს გააცნეს სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურა, მისი დეპარტამენტები და თითოეულის ფუნქცია- დანიშნულებები.

განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტური თვითმმართველობის სამოქმედო გეგმას დაეთმო, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს მოიაზრებს.

შეხვედრის პროცესში გამოიკვეთა სტუდენტების მოლოდინები და ინტერესები, რაც შემდგომი საქმიანობის დაგეგმვისას მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციულ დანიშნულებას ატარებს, არამედ ქმნის პლატფორმას სტუდენტებსა და თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის გასაძლიერებლად, რაც საბოლოოდ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.