Comments Off on „ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის პროგრამის სტუდენტები კოლეჯ „მერმისს“ ეწვივნენ
2025 წლის 31 ოქტომბერს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სსიპ კოლეჯ „მერმისს“ ეწვივნენ.
ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისთვის სასტუმრო ინდუსტრიის, შემოქმედებითი ინდუსტრიის, კულინარიული ხელოვნების, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების და სხვა წარმოების სფეროების გაცნობა.
ტურს ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა ალადაშვილი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ ტექნოლოგიურ პროცედურებს, სამუშაო პროცესებსა და თანამედროვე ინდუსტრიულ სტანდარტებს.