“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტმა ინდირა ოთხოზორიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასწავლო პრაქტიკა გაიარა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, “ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ინდირა ოთხოზორიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასწავლო პრაქტიკა გაიარა.
სასწავლო პრაქტიკა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი სასამართლოს სტრუქტურული ერთეულების მუშაობის, აგრეთვე, კონკრეტულ სფეროს მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და სათანადო დოკუმენტების შედგენის სპეციფიკას გაეცნო; უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, როგორც სასამართლო აქტების პროექტების, ასევე, მხარეთათვის გასაგზავნი დოკუმენტების მომზადებაში.
სტუდენტს პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.