“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართება

11 ივნისს, 17:00 საათზე “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართება.
მონაწილეობის მიღება შეუძლია “ევროპის უნივერსიტეტის” ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს.
გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 სტუდენტისგან.
თამაში გაიმართება ორ ტურად. თითოეული ტური შედგება 15-15 შეკითხვისგან. გამარჯვებულად ჩაითვლება ყველაზე მეტი სწორი პასუხის მქონე გუნდი.
იმ შემთხვევაში თუ 30 კითხვის შემდეგ გუნდებს ექნებათ თანაბარი ქულები, დაისმება დამატებითი შეკითხვები.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან სიმბოლური პრიზებით.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc5WVvcFucjvvwj83Is0d2Coz-Oo00p-kWpyQtIJ5Mr3i_Pjw/viewform?usp=sharing&ouid=110586870145180267208
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივნისი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში: servicecenter@eu.edu.ge
ჩატარების ადგილი: “ევროპის უნივერსიტეტის” B კორპუსი, სარაჯიშვილის 17, ოთახი 507