სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ინტელექტუალური თამაში გაიმართა

11 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში  გაიმართა.

თამაშში “ევროპის უნივერსიტეტის’ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვება გუნდმა “გენი1234” მოიპოვა, რომლის წევრებიც იყვნენ: გიორგი კრასნობრიჟი,  ლუკა ლოლაძე,  ზუკა ჯაყელი,  ნიკოლოზ ტურაბელიძე და ნიკოლოზ ჩხარტიშვილი.

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი “ფროიდი”, ხოლო მესამე ადგილზე გუნდი “აია”.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები წიგნებით და სპექტაკლის ბილეთებით დაჯილდოვდნენ.

თამაშის სპონსორები იყვნენ: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თავისუფალი თეატრი და რუსთაველის ეროვნული თეატრი.