საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსი გამოცხადდა

erasmus

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში ერთსემესტრიანი სრულად დაფინანსებული მობილობის განხორციელების მიზნით კონკურსი გამოცხადდა.

ზოგადი ინფორმაცია ერაზმუს+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილე სტუდენტების შესარჩევი კონკურსი წარიმართება “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” მიხედვით, რომელსაც გაეცნობით ბმულზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს:

ა) კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს ევროპის უნივერსიტეტში და სარგებლობდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით;

ბ) საბაკალავრო ან ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს განაცხადის წარდგენის დროს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 სემესტრი;

გ) კანდიდატის აკადემიური მოსწრების საშუალო შეწონილი ქულა უნდა იყოს არანაკლებ 2.5 ქულისა;

დ) კანდიდატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ მობილობათა ჯამი ერთი საგანმანათლებლო საფეხურის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

ე)   კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, რომელზეც იგეგმება მობილობის განხორციელება) ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე; აღნიშნულის დადასტურებას, სტუდენტი შეძლებს ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატით ან “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარებთ.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი უნივერსიტეტებისათვის:

თითოეული უნივერსიტეტისათვის ინფორმაცია სასწავლო მიმართულების, საფეხურის, კურსებისა და სტიპენდიის დეტალების შესახებ ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურებში. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკრეტული უნივერსიტეტის ბროშურას შესაბამის ბმულზე გადასვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე:

განაცხადის ფორმა ივსება მხოლოდ ერთხელ და სტუდენტს აქვს უფლება დააფიქსიროს ინტერესი მაქსიმუმ სამი უნივერსიტეტისათვის.

განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოთ:

  • პირადობის მოწმობის/პასპორტის სკანირებული ვერსია;
  • რეზიუმე (სასურველია Europassის ფორმატით);
  • სასწავლო ბარათი საშუალო შეწონილი ქულის მითითებით;
  • აქტიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;
  • მოწყვლადობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).

შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

I – წარმოდგენილი განაცხადის განხილვა და კონკურსთან შესაბამისობის დადგენა;

II – შეფასება

  • ენის კომპეტენციის ტესტირება: მაქს. 10 ქულა (B2 – 5 ქულა; C1 – 10 ქულა)
  • აკადემიური მოსწრება – მაქს. 10 ქულა (ქულა გამოითვლება სტუდენტის GPA-ს 2.5-ზე გამრავლებით)

III – გასაუბრება ინგლისურ ენაზე:

  • მოტივაცია – მაქს. 10 ქულა
  • პიროვნული მზაობა – მაქს. 10 ქულა
  • კომუნიკაციის უნარები/თვითპრეზენტაციის უნარი – მაქს. 10 ქულა

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20 მარტი, 2025

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

International.office@eu.edu.ge

76 გურამიშვილის გამზირი, ოთახი 317

ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)