საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

17 და 18 მარტს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ქართულსა და ინგლისურ ენებზე გაიმართა.

საინფორმაციო სესიებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე და სამსახურის მენეჯერები თინათინ ზაალიშვილი და ნინო კანდელაკი გაუძღვნენ.

საინფორმაციო შეხვედრის ფორმატი გამოირჩეოდა ინტერაქციული ხასიათით. დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, სააპლიკაციო ფორმის შევსებასა და შემდგომ პროცედურებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური სტუდენტებს სთავაზობს Erasmus+ გაცვლით პროგრამებს პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე.