“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში “ერაზმუს+” შერეული ინტენსიური პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ

15 – 19 სექტემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები „სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში“ “ერაზმუს+” შერეული ინტენსიური პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღრმავებინათ ცოდნა და ემსჯელათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა განსახლების პოლიტიკის სამართლებრივი და სოციალური ასპექტები, გაეანალიზებინათ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და ერთობლივად ემუშავათ გამოწვევების საპასუხო ინოვაციურ იდეებზე.
სტუდენტები აქტიურად ერთვებოდნენ ინტერაქტიულ ვორქშოპებში, სადაც გუნდურად იმუშავეს პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე და საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები პრეზენტაციების სახით წარადგინეს.
„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აქტიურად განაგრძობს სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესაძლებლობების შექმნას, რაც მათ მომავალ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.