საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები Erasmus+ შერეულ-ინტენსიური პროგრამის ფარგლებში იტალიაში იმყოფებოდნენ

“ერაზმუს+” შერეული ინტენსიური პროგრამის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები იტალიაში, ენნა კორეს უნივერსიტეტში იმყოფოდნენ.

  • ნათია ვეფხვაძე (საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა)
  • ლუკა მორბედაძე (ბიზნესის და ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა)
  • მილანა ზარქუა (საერთაშორისო ურთიერთობები)
  • ინდირა ოთხოზორია (სამართლის საბაკალავრო პროგრამა)
  • ელენე გვარჯალაძე (სამართლის საბაკალავრო პროგრამა)

სტუდენტებმა მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებში მიიღეს მონაწილეობა.

Erasmus+ (BIP) სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს იმუშაონ რეალურ პრობლემებზე, ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გააზიარონ იდეები და დაამყარონ პროფესიული კავშირები.

მსგავს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის, ისე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.