“ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები “ნიშის უნივერსიტეტში“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

2025 წლის 1-4 ივლისს, “ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები -მარიკა ზურმუხტაშვილი და ნანა ციცქიშვილი „ნიშის უნივერსიტეტში“ (სერბეთი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს “ნიშის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, დაესწრნენ პრაქტიკულ მეცადინეობებს პრე-კლინიკური და კლინიკური სწავლების დეპარტამენტებში.
კოლეგებმა ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.
შედგა მოლაპარაკება “ნიშის უნივერსიტეტის” სამეცნიერო ჟურნალთან “ACTA STOMATOLOGICA NAISSI” მომავალი თანამშრომლობის შესახებ.