“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები ირლანდიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი სოფიო სამხარაძე და პროგრამის თანახელმძღვანელი მარიკა ზურმუხტაშვილი სამუშაო ვიზიტით ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის 50-ე საიუბილეო კონგრესს დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში ისინი მონაწილეობდნენ ევროპის სტომატოლოგიური ფაკულტეტების ხელმძღვანელების ფორუმში (FEHDD), სადაც დარგის მომავალი ლიდერების კომპეტენციები და საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები შეიმუშავეს.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს დუბლინის სტომატოლოგიის სკოლა და საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც გაეცნენ სტუდენტთა კლინიკური პრაქტიკის სპეციფიკასა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს.