სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტის და გერმანიის სტომატოლოგიური კლინიკის ორგანიზებით “მწვანე სკოლაში” ვიზიტი გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტის
16-20 მარტს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტის და გერმანიის სტომატოლოგიური კლინიკის MVZ Kinderzahnarztpraxis Konstanz MediLink Gmbh ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტის – “პირის ღრუს სტატუსი, პირის ღრუს ჰიგიენის ჩვევები და კვებითი ქცევები 6-12 წლის ბავშვებში საქართველოში”- ფარგლებში „მწვანე სკოლის“ ნაძალადევის ფილიალში ვიზიტი გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტების აკადემიურმა პერსონალმა და სტომატოლოგიური კლინიკა EU Dent-ისა და პარტნიორი კლინიკის სტომატოლოგებმა 6-12 წლის ბავშვებს პირის ღრუს გამოკვლევა და სხვა საჭირო პარამეტრების განსაზღვრა ჩაუტარეს.

„მწვანე სკოლაში“ ვიზიტის პარტნიორები PSP Pharmacy, GEA – ფარმაცევტული კომპანია, გეფა – ფარმაცევტული კომპანია და Pierre Fabre Oral Care Georgia იყვნენ. კომპანიებმა პატარა პაციენტების განწყობაზე იზრუნეს და პროცესის მხარდასაჭერად მათ საჩუქრები გადასცეს.