2025 წლის 26 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის პროგრამის სტუდენტები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართული საქმის მოსმენას დაესწრნენ.
დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 20 ივნისის საქმე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განიხილა.
სტუდენტებმა მოისმინეს ორივე მხარის არგუმენტები და ბრალდებები, გაეცნენ ევროპული სასამართლოს სპეციფიკას და პირადად იხილეს თუ როგორ მიმდინარეობს საქმის მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები აგრძელებენ ერთკვირიან პრაქტიკას ევროპის საბჭოს ინსტიტუტებში. მომდევნო დღეებში სტუდენტები შეხვდებიან მოსამართლეებს და ადვოკატებს, რომლებიც მათ პირად გამოცდილებებს გაუზიარებენ.