Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ნიდერლანდებში გლობალიზაციის საერთაშორისო ფორუმზე იმყოფება
3-6 ნოემბერს, ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა (ნიდერლანდები) გლობალიზაციის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა.
ფორუმში “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი თინათინ ზაალიშვილი მონაწილეობდა.
თინათინ ზაალიშვილი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე მოხსენებით – “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაცია, “ერაზმუს+” სტრატეგიები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა“ წარდგა.
სამუშაო შეხვედრების დროს “ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენელმა პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა ვიტენბორგის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან პიტერ ბირდსალთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანთან რაუფ აბდულთან, სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და ევროპის უმაღლესი განათლების ასოციაციის (EAIE) განვითარებისა და კვლევის განყოფილების ხელმძღვანელთან ლაურა რუმბლისთან.
ფორუმი გამოირჩეოდა ინტერნაციონალური ფორმატით და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და გლობალური საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.