საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ლატვიაში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება

“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ორჯონიკიძე რიგაში, ლატვიაში, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია აერთიანებს 900-ზე მეტ უნივერსიტეტსა და ასოციაციას საერთაშორისო მასშტაბით. EUA ემსახურება დაწესებულებებს შორის თანამშრომლობების გაძლიერებასა და ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას.

მიმდინარე კონფერენციის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მდგრადობის და მედეგობის საკითხების განხილვა. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *