სხვა სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი და ვიცე-რექტორი ბულგარეთში „ტელეკომუნიკაციებისა და ფოსტის უნივერსიტეტს“ ეწვივნენ

ბულგარეთი
2025 წლის 29-30 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, „ტელეკომუნიკაციებისა და ფოსტის უნივერსიტეტში“ იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა EURASHE-ს ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე განიხილებოდა განათლების სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები, თანამედროვე ტენდენციები და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევები.

ვიზიტის პერიოდში “ევროპის უნივერსიტეტსა” და “ტელეკომუნიკაციებისა და ფოსტის უნივერსიტეტს” შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ერთობლივი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.