საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი “ვისტულას უნივერსიტეტში” (პოლონეთი) საერთაშორისიო საგანმანათლებლო კონფერენციაზე იმყოფებოდა

პროფესორი
2025 წლის 5-9 მაისს, ერაზმუს+ გაცვლითი აკადემიური პროგრამის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ლექტორი, პროფესორი გიორგი ნიკოლაიშვილი “ვისტულას უნივერსიტეტში” (პოლონეთი) “საერთაშორისო მდგრადი განვითარების კვირეულს” დაესწრო.

ყოველწლიური საერთაშორისიო საგანმანათლებლო კონფერენციის მსვლელობისას, გიორგი ნიკოლაიშვილმა, ლექციების ციკლი თემაზე – „დისკონტირებული ფულადი სახსრები ვალდებულებისა და აქციების ღირებულიების შეფასებისას, მდგრადი განვითარების კონტექსტში“ წაიკითხა.

ლექციების მიზანი იყო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის იმ პროცესების წარმოჩენა, თუ როგორ ახდენს ESG (გარემოს დაცვა, სოციალური პასუხისმგებლობა და მმართველობა) ფაქტორები გავლენას საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და კორპორაციულ სტრატეგიებზე.

სტუდენტების აქტიური ჩართულობა, მათი კითხვები და მოსაზრებების გაცვლა მდგრადი ფინანსების მომავალზე ნათლად უსვამს ხაზს თემის აქტუალობასა და საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობას.