საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი პოლონეთში საერთაშორისო კვირეულს დაესწრო

“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლანა სულაკაძე 21-25 მაისს Erasmus + პროგრამის ფარგლებში პოვისლანსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი) საერთაშორისო კვირეულს დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში, ლანა სულაკაძემ საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე გლობალურ ტენდენციებზე.

გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “Faces of Prosperity. Contemporary Crises”, სადაც წარადგინა მოხსენება თემაზე – “Strengthening the energy sector as one of the ways to overcome the country’s economic crisis”.

მოხსენებაში განხილული იყო ენერგეტიკული სექტორის როლი ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების პროცესში.

აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ევროპის უნივერსიტეტის“ ჩართულობას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და პროფესორ-მასწავლებელთა შესაძლებლობას, გადაიტანონ საერთაშორისო გამოცდილება ადგილობრივ საგანმანათლებლო პრაქტიკაში.