„ევროპის უნივერსიტეტის“ PR-ისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლები სლოვენიაში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლები ლაურა პაპასქუა და გიორგი წულაია სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში, საერთაშორისო ადმინისტრაციულ კვირეულს დაესწრნენ.
კვირეული დაეთმო სტრატეგიული მართვის მიდგომებსა და გლობალურ განათლებას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სემინარები და სამუშაო შეხვედრები.
სლოვენიაში გამართულ კვირეულს ესწრებოდა თხუთმეტამდე ქვეყნის 50-ზე მეტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელი. „ევროპის უნივერსიტეტი“ ჩაერთო უნივერსიტეტების საერთაშორისო გამოფენაში, სადაც დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, ფაკულტეტებისა და მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ. დამყარდა ახალი კავშირები უცხოურ უნივერსიტეტებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
ლაურა პაპასქუა და გიორგი წულაია კვირეულის ფარგლებში ასევე დაესწრნენ მეშვიდე აღმოსავლეთ ევროპულ კონფერენციას, თემაზე: “მდგრადი ეკონომიკის სტრატეგიები გლობალიზებულ სამყაროში”.
აღსანიშნავია, რომ “ერაზმუს+” საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.