“ევროპის უნივერსიტეტის” პოპ ჯგუფმა მუშთაიდის ბაღში კონცერტი გამართა

28 ივნისს, მუშთაიდის ბაღში “ევროპის უნივერსიტეტის“ პოპ ჯგუფის – “გამორჩEUლის“ კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ესწრებოდა “ევროპის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი ლაშა კანდელაკიშვილი.
პოპ ჯგუფმა მსმენელისთვის, როგორც ცნობილი ქართული ჰიტები, ისე უცხოური პოპულარული სიმღერები შეასრულა.
ღონისძიების მიზანი, სტუდენტების მუსიკალური ნიჭის წარმოჩენა და საგანმანათლებლო სივრცეში კულტურული ცხოვრების პოპულარიზაცია იყო.
მუსიკალური საღამო “გამორჩEUლმა“ მაესტრო თამარ გულუასთან ერთად შესრულებული კომპოზიციით დახურა.
ღონისძიებას „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ასაკის მსმენელი დაესწრო.
“გამორჩEUლი“ „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ დაარსებული სტუდენტური პოპ ჯგუფია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს როგორც უნივერსიტეტის შიდა კულტურულ ღონისძიებებში, ასევე რეგულარულად აწყობს კონცერტებს გარე აუდიტორიისთვის.