სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით კონფერენცია თემაზე: Securing the Future: AI Safety, Cyber Threats, and Human Survival გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით Global Tech Tbilisi 2025-ის ფარგლებში, კონფერენცია თემაზე: Securing the Future: AI Safety, Cyber Threats, and Human Survival გაიმართა.

“ევროპის უნივერსიტეტის” სახელით კონფერენციაზე “ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორი გიორგი მუშკუდიანი წარდგა, თემით: “AI-driven Threats Emerging in Cybersecurity and How to Detect Them”.

მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კიბერშეტევები, ფიშინგი, ჰაკერული თავდასხმები, მათგან დაცვის ხელსაწყოები და როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მედიის რეალურისგან გარჩევა.

პრეზენტაციის ბოლოს სპიკერმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

Global Tech Weekend Tbilisi 2025 (GTWT) წარმოადგენს ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების, კიბერსაფრთხეების, ეთიკური დილემების და გლობალური გამოწვევების თემებზე.