“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე და დეკანის მოადგილე პროგრამების განვითარების მიმართულებით, სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა დოლიძე, Erasmus + ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში 31 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები შეხვდნენ მასარიკის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს, დაათვალიერეს მედიცინის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზები და სიმულაციური ცენტრი.
“ევროპის უნივერსიტეტსა” და მასპინძელ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა მიზნით სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმა.