Comments Off on „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის პერსონალი რუმინეთში საერთაშორისო კვირეულს დაესწრო
19-23 მაისს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე და ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ბაია კუბლაშვილი რუმინეთში, ლუჩიან ბლაგას უნოვერსიტეტში, საერთაშორისო ადმინისტრაციულ კვირეულს დაესწრნენ.
კვირეულის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ პერსონალი დაესწრო ვორკშოპებს, კულტურულ ღონისძიებებს, სამუშაო შეხვედრებს და დაამყარა ახალი კავშირები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
პროფესორმა ბაია კუბლაშვილმა განათლების მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: “ინკლუზიური განათლება ზოგადი განათლების საფეხურზე”.
რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ადმინისტრაციულ კვირეულს სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.