Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორი რიგას სამედიცინო კოლეჯს ეწვია
20-24 ოქტომბერს, “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორი ხათუნა დონდოლაძე რიგას სამედიცინო კოლეჯს სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში, მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე – „პაციენტები და ემოციები“, რომლის ფარგლებშიც ლექტორმა სტუდენტებს გაუზიარა როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული ცოდნა.
ხათუნა დონდოლაძე დეტალურად გაეცნო მასპინძელი სასწავლო დაწესებულების მუშაობის პრინციპებს, პრაქტიკული სამუშაოებისთვის კოლეჯში არსებულ ინფრასტრუქტურას და მიიღო ინფორმაცია ისეთი სტრატეგიული მიმართულებების შესახებ, როგორიცაა სამხედრო მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა და სხვა.
ლექტორი კოლეჯის უცხოელ სტუდენტებს და მობილობის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია „ევროპის უნივერსიტეტისა“ და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც თანამშრომლობის გაძლიერებასთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.