სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონია

“ევროპის უნივერსიტეტის” გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონია.

2026 წლის 22 თებერვალს თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს “ევროპის უნივერსიტეტისა” და „ჯიკო 1“-ის გუნდები დაუპირისპირდნენ.

“ევროპის უნივერსიტეტის” გოგონათა ფრენბურთის გუნდმა „ჯიკო 1“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ეროვნული ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდის კაპიტანი ირინა ჭელიძე დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტი” თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა.

“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს გოგონათა ფრენბურთის გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს!