სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ფინალშია

4 მაისს, მცხეთაში, საქართველოს ფრენბურთის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც „ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა გუნდმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

ნახევარფინალური მატჩები 1 და 4 მაისს ჩატარდა. ორივე შეხვედრაში EU-ის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა UG-ის გუნდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ფინალურ ეტაპზე EU-ის გოგონათა გუნდი ბათუმის ფრენბურთის გუნდს დაუპირისპირდება და საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *