“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონია

“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ჩემპიონია.
14 მაისს გამართულ ფინალურ მატჩში “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდი ბათუმს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს ფრენბურთის გოგონათა გუნდს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!