მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკაში შინაგანი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამაზე ჩაირიცხა

ამერიკაში
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის კურსდამთავრებული რავინდრა რედი განგავარაპუ ამერიკაში შინაგანი მედიცინის სარეზიდენტო პროგრამაზე ჩაირიცხა.

რავინდრა რედი განგავარაპუმ წარმატებით ჩააბარა ამერიკის სალიცენზიო გამოცდები და რეზიდენტურაში სწავლის უფლება პირველივე ცდაზე მოიპოვა. დღეიდან ის რეზიდენტურას ფლორიდის ერთ-ერთ წამყვან ჰოსპიტალში „Physicians Regional – Pine Ridge“-ში გააგრძელებს.

„განსაკუთრებით ვამაყობ, რომ პირველივე ცდაზე დავამტკიცე ჩემი შესაბამისობა ამ პროგრამისთვის. ეს წარმატება წარმოადგენს იმ საფუძვლიანი სამედიცინო განათლებისა და მხარდაჭერის შედეგს, რომელიც ევროპის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მივიღე.

მოუთმენლად ველი ჩემს სამედიცინო კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებას და ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლად ყოფნას ამერიკის შეერთებულ შტატებში.“ – ამბობს რავინდრა რედი განგავარაპუ.

ჩვენთვის განსაკუთრებული წარმატების სიმბოლოა „ევროპის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულების მიერ მსგავსი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული საერთაშორისო აღიარება.

ვულოცავთ რავინდრა რედი განგავარაპუს და ვუსურვებთ დასახული მიზნების მიღწევას.