“ევროპის უნივერსიტეტის” დელეგაცია ესპანეთში AMEE-ს ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება

“ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE ) ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებიან.
კონფერენცია 23-27 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტარდება და მას მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ოთხი ათასამდე დელეგატი ესწრება.
ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის კონფერენცია სამედიცინო განათლებაში უახლესი მიდგომებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარების საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს. ერთ სივრცეში ერთიანდებიან ლექტორები, მკვლევრები და პროფესიონალები, რათა გაუზიარონ ერთმანეთს ჯანდაცვის სფეროს საუკეთესო პრაქტიკები.