სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ცეკვის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა თურქეთში ხალხური ცეკვისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

2025 წლის 31 აგვისტო – 6 სექტემბერს თურქეთში, ქალაქ დიდიმში ხალხური ცეკვისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში 6 ქვეყნის 20-მდე ანსამბლი მონაწილეობდა.

“ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ფესტივალზე ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ქალაქ დიდიმის მერი ჰათიჯე გენჯაი ესწრებოდა, რომელმაც ფესტივალის დასრულებისას მონაწილეებს სიმბოლური პრიზები გადასცა.