„ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერაზმუს+ მობილობის კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და მობილობის პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება „აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით.
გთხოვთ, განაცხადის წარმოდგენამდე დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტს.
კონკურსში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს:
- იკავებდეს აკადემიურ პოზიციას (სწავლების მიზნით მობილობისათვის) ან/და ჰქონდეს აქტიური შრომითი ხელშეკრულება (პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობისათვის) კონკურსის მიმდინარეობის და მობილობის პერიოდში;
- ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, მობილობის სამუშაო ენის გათვალისწინებით) CEFR-ის შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე;
- განაცხადის მომენტისათვის, მიმდინარე აკადემიურ წელს არ ჰქონდეს განხორციელებული იმავე ტიპის ერთზე მეტი მობილობა.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით:
თითოეული უნივერსიტეტისათვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურაში.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკრეტული უნივერსიტეტის ბროშურას შესაბამის ბმულზე გადასვლით.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ავსტრია
- სწავლების მიზნით მობილობა: სამართალი (საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები) საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია.
ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
- სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები.
ზაგრების უნივერსიტეტი, ხორვატია
- სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინიტრირება.
კიეტი პესკარას უნივერსიტეტი, იტალია
- სწავლების მიზნით მობილობა: მედიცინა.
- სწავლების მიზნით მობილობა: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმატიკა
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური; სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი; სტრატეგიული განვითარების სამსახური.
ასპირას გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია
- სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური.
პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება.
პროფესიული სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICEPS), სერბეთი
- სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება; ტურიზმი; ინფორმატიკა
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები.
მედიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩაკოვეცში, ხორვატია
- სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება; ტურიზმი; ინფორმატიკა.
სლოვენიის ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია
- სწავლების მიზნით მობილობა: სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: ბიბლიოთეკა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი.
პლოდვივის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
- სწავლების მიზნით მობილობა: არქეოლოგია; ისტორია
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები.
მეტყევეობის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
- სწავლების მიზნით მობილობა: სავეტერინარო მედიცინა
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები.
ზაგრების ბიზნესის სკოლა, ხორვარტია
- სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინიტრირება
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინიტრირება და შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები.
ლუბლიანას ბიზნესის სკოლა, სლოვენია
- სწავლების მიზნით მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმატიკა
- პროფესიული გადამზადების მიზნით მობილობა: საგამოცდო ცენტრი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივლისისა, შემდეგი ბმულის გამოყენებით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdozBOgmq_pZOsyij64xEz9jayPuPQb-aW5qVF0FNsldBjRWw/viewform
კანდიდატს ერთი საკონკურსო პერიოდის განმავლობაში განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ სამი უნივერსიტეტისათვის (პრიორიტეტების მითითებით).
განაცხადის ფორმაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) პროფესიული რეზიუმე (CV) ევროპის უნივერსიტეტის ფორმატით;
გ) ცნობა ევროპის უნივერსიტეტიდან, რომელიც ადასტურებს კანდიდატისა და უნივერსიტეტს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ფაქტსა და ხანგრძლივობას.
დ) ინგლისური (ან/და შესაბამისი უცხო) ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონე), ასეთის არსებობის შემთხვევაში. კონკურსის ფარგლებში, ვალიდურად განსაზღვრული ცნობისა/სერტიფიკატის სანახავად, გთხოვთ გაეცნოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესი“, მუხლი 3.2.
ე) მობილობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი კანდიდატისა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის/კურატორი ვიცე-რექტორის მიერ (შაბლონი – https://erasmus-plus.ec.europa.eu/resources-and-tools/mobility-and-learning-agreements/mobility-agreements)
ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს პოტენციურ ან უკვე არსებულ თანამშრომლობას მასპინძელ უნივერსიტეტთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა: მოწვევის წერილი, ერთობლივად დაგეგმილი პროექტის ან პუბლიკაციის შესახებ კომუნიკაცია და სხვ.
კანდიდატებს რომელთაც არ აქვთ ინგლისური (ან/და შესაბამისი უცხო) ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი, შერჩევის მეორე ეტაპზე ჩაუტარდებათ ინგლისურის ტესტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
დ. გურამიშვილის გამზირი 76, ოთახი 317
International.office@eu.edu.ge | 2 000 171 (147)