2025 წლის 24 მარტს “ევროპის უნივერსიტეტის” ყველა ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უნივერსიტეტის კვლევის დაფინანსების წესი, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების წესი და პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები და მექანიზმები.
შეხვედრას უძღვებოდა ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ღაჭავა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.