საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერაზმუს+ მობილობის დამატებითი კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული პერსონალის შესარჩევად, დამატებითი კონკურსი გამოცხადდა.

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის სქემაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” მიხედვით.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი უნივერსიტეტისათვის:

მასპინძელი უნივერსიტეტი: ხაენის უნივერსიტეტი, ესპანეთი

სამიზნე აუდიტორია: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; სიმულაციური ცენტრი

რაოდენობა: 2

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო და 2 სამგზავრო დღე

მობილობის პერიოდი: 21-25 აპრილი, 2025

ღონისძიება: საერთაშორისო კვირეული 2025

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 170 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 1188 ევროს ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: იხილეთ ბმული

განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოთ: პირადობის მოწმობის/პასპორტის სკანირებული ვერსია და რეზიუმე (სასურველია Europass-ის ფორმატით).

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა:  21 მარტი, 2025

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

International.office@eu.edu.ge

გურამიშვილის გამზირი 76, ოთახი 317

ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)

ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.