“ევროპის უნივერსიტეტი” ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტზე საჯარო ლექციას უმასპინძლებს

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე ევროპის უნივერსიტეტში, ალბერტას კოლეჯის წარმომადგენელი სანდრა ტეტერე საჯარო ლექციას გამართავს თემაზე – “Future of Work: How AI and Automation Are Reshaping Human Resource Management.”
ლექციაზე განიხილება თუ როგორ ახდენს ტექნოლოგიები რევოლუციას ტრადიციულ ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკაში და რა უნარები იქნება აუცილებელი ხვალინდელი სამუშაო ბაზრისთვის.
საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- ფუნდამენტური განსხვავება ხელოვნურ ინტელექტსა და მარტივ ავტომატიზაციას შორის;
- როგორ ცვლის AI და ავტომატიზაცია დაქირავების პროცესებს, თანამშრომლების ტრენინგის პროგრამებს და ჩართულობის სტრატეგიებს;
- შესაძლებლობები, რომლებსაც წარმოადგენს ტექნოლოგიები პოტენციურ რისკებთან ერთად;
- აუცილებელი უნარები მომავალი შრომის ბაზრისთვის;
- “ადამიანი მარყუჟში” (Human in the Loop) კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ტექნოლოგია აძლიერებდეს და არ ცვლიდეს ადამიანურ ექსპერტიზას.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfecErx7DKGXh-2JGvuZtezJoSfbpzBNrHUmAN5xbLks_J35Q/viewform
ლექციის თარიღი: 21 ოქტომბერი, 13:00 საათი.
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის კორპუსი, აუდიტორია 505