“ევროპის უნივერსიტეტი“ Times Higher Education (THE) Impact Rankings 2025-ის რეიტინგში საქართველოდან ყველაზე მეტ კატეგორიაშია წარმოდგენილი

“ევროპის უნივერსიტეტი“ პრესტიჟული სარეიტინგო ბაზის – Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების 2025 წლის გამოშვებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტ, 12 კატეგორიაშია წარმოდგენილი.
ყოველწლიურად, Times Higher Education აქვეყნებს მსოფლიოს 115 ქვეყნიდან გამოვლენილი უნივერსიტეტების საერთო რეიტინგს და ასევე მდგრადი განვითარების 17 მიზნისთვის შესაბამის ცხრილს, სადაც ნაჩვენებია უნივერსიტეტების პროგრესი თითოეული მიმართულებით.
2025 წლის გამოშვებაში “ევროპის უნივერსიტეტი“ საქართველოდან ერთადერთია, რომელიც წარმოდგენილია ნულოვანი შიმშილის, სუფთა წყალი და სანიტარიის და ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის კატეგორიებში.
მსოფლიოს მასშტაბით კი „ევროპის უნივერსიტეტი“ 1501+ ადგილზეა და მდგრადი განვითარების 12 კატეგორიაში შემდეგ პოზიციებზეა წარმოდგენილი:
SDG 1: სიღარიბის გარეშე / No Poverty (1001+)
4.5 – 30.6 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ პოზიციაზეა პირველ კატეგორიაში. SDG1-ის მიზანია გამოავლინოს ის უნივერსიტეტები, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ სიღარიბის შემცირებაზე სიღარიბის შესახებ საფუძვლიანი კვლევის, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სიღარიბეში მყოფი სტუდენტების დასახმარებლად სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით, ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარების შეთავაზებიდან დაწყებული, დამხმარე სასწავლო გარემოს დანერგვით დამთავრებული.
SDG 2: ნულოვანი შიმშილი / Zero Hunger (801+)
1.9 – 23.3 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 801+ პოზიციაზე მეორე კატეგორიაში. SDG2 გამოყოფს ისეთ უნივერსიტეტებს, რომლებიც შიმშილის წინააღმდეგ იბრძვიან სურსათის უვნებლობის სფეროში ფართომასშტაბიანი კვლევისა და გლობალურად შიმშილის ნულოვანი დონის მისაღწევად მიმართული გავლენიანი საგანმანათლებლო ინიციატივების მეშვეობით.
SDG 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა / Good Health and Wellbeing (601 – 800)
50.6 – 57.1 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ მესამე კატეგორიაში 601-800 პოზიციაზეა. SDG3-ში თავს იყრიან ისეთი უნივერსიტეტები, რომლებიც არიან პირველი ინიციატორები მრავალფეროვანი აქტივობებით ხელი შეუწყონ საზოგადოებაში ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შექმნას.
SDG 4: ხარისხიანი განათლება / Quality Education (1501+)
1,7 – 33.3 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 1501+ პოზიციაზეა მეოთხე კატეგორიაში. SDG4-ის მიზანია უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემოს შექმნა განათლებაში და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა ყველასთვის.
SDG 5: გენდერული თანასწორობა / Gender Equality (1001 – 1500)
15.3 – 38.7 ქულით “ევროპის უნივერსიტეტი” 1001 – 1500 პოზიციაზეა მეხუთე კატეგორიაში. SDG5-ის მიზანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების ყველა დონეზე ლიდერობისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
SDG 6: სუფთა წყალი და სანიტარია / Clean Water and Sanitation (1001+)
2.4 – 13.1 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზე იკავებს მეექვსე კატეგორიაში. SDG6-ის რეიტინგები ავლენს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ლიდერები არიან ხელმისაწვდომი სასმელი წყლის თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების გაუმჯობესებისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფის საკითხებში.
SDG7: ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია / Affordable and clean energy (1001+)
0.6 – 26.8 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზეა მეშვიდე კატეგორიაში. SDG7-ში წარმოდგენილი უნივერსიტეტები გამოირჩევიან მდგრადი ენერგეტიკული სერვისების განვითარებისა და ხელშეწყობის, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ხელშეწყობისადმი ერთგულებით.
SDG8: ღირსეული შრომა და ეკონომიკური ზრდა / Decent work and economic growth (1001+)
0.8 – 38.6 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზეა მერვე კატეგორიაში. SDG8 ავლენს უნივერსიტეტებს, რომლებიც წარმატებულები არიან პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში.
SDG10: შემცირებული უთანასწორობა / Reduced Inequalities (1001+)
1.3 – 31.0 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზეა მეათე კატეგორიაში. SDG10-ის უნივერსიტეტები გამოირჩევიან თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფისადმი ერთგულებით.
SDG11: მდგრადი ქალაქები და თემები/sustainable cities and communities (1001+)
3.6 – 23.1 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზეა მეთერთმეტე კატეგორიაში. SDG11-ში
წარმოდგენილი უნივერსიტეტები წარმატებულები არიან ურბანული განვითარების პროცესში მდგრადი განვითარების ინტეგრირებით, ძირითად მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, საზოგადოებრივი სივრცეების ხარისხისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გაუმჯობესებით.
SDG 16: მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები / Peace, Justice and Strong Institutions (1001+)
2.4 – 31.7 ქულით “ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ პოზიციაზეა მეთექვსმეტე კატეგორიაში. SDG 16-ის მიზანია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე.
SDG 17: გლობალური თანამშრომლობა / Partnerships for the Goals (1501+)
2.1 – 44.7 ქულით “ევროპის უნივერსიტეტი“ 1501+ პოზიციაზეა მეჩვიდმეტე კატეგორიაში. SDG 17-ის მიზანია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელიც მხარს უჭერს მდგრად განვითარებას სხვადასხვა სექტორში.
“ევროპის უნივერსიტეტი“ Times Higher Education (THE) Impact Rankings 2025-ში მოხვედრით კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის ერთგულებას მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ გამოწვევებთან ბრძოლაში, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მდგრადობის, სოციალური ინკლუზიის, ეკონომიკური ზრდისა და პარტნიორობის ჩამოყალიბებას მსოფლიოს მასშტაბით.