„ევროპის უნივერსიტეტში“ ლექცია თემაზე – „International Commercial Disputes: Arbitration, Litigation and Global Enforcement” გაიმართა

4 ივნისს, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე – „არბიტრაჟი, სასამართლო და გლობალური აღსრულება / International Commercial Disputes: Arbitration, Litigation and Global Enforcement” გაიმართა.
ლექციას ლონდონში ბაზირებული მსოფლიოს წამყვანი იურიდიული კომპანიის, Squire Patton & Boggs-ის პარტნიორი, დავების სპეციალისტი, ენერგეტიკის, გადაზიდვების, საერთაშორისო კომერციის, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო ინდუსტრიის ექსპერტი მაიკლ დავარი უძღვებოდა.
მომხსენებელმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ბრიტანული სისტემა, სასამართლო სისტემის თავისებურებები და საერთაშორისო დავების განხილვის მექანიზმები.
ღონისძიებას “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და დეკანის მოადგილე თამარ აზარიაშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საჯარო ლექციები ხელს უწყობს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და პროფესიული ინტერესის აღმოჩენას.