„ევროპის უნივერსიტეტი” მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას 25-დან 30 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს.
პროგრამის საგნ(ებ)ის/მოდულ(ებ)ის დასახელება:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
- სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური);
- გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ფიზიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ქიმია (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური).
წარმოსადგენი საბუთები:
- განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
- ორი ფოტო 3×4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მომდევნო ეტაპია „ევროპის უნივერსიტეტის” მიერ დადგენილი გამოცდის ჩაბარება – ესსეს დაწერა. შიდა გამოცდის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია გეცნობებათ საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ. იხილეთ თანდართული ფაილი.
საკონტაქტო პირი: მაია ხურცილავა; ტელ: 595 33 32 42