“ევროპის უნივერსიტეტი” კვლავ “QS წამყვანი უნივერსიტეტების” სარეიტინგო სიაშია
მორიგი საერთაშორისო აღიარება – „ევროპის უნივერსიტეტი“ QS World University Rankings: Europe 2026 და QS World University Rankings: Western Asia 2026 სარეიტინგო სიებშია, როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი.
QS ლონდონში მოქმედი დამოუკიდებელი უმაღლესი განათლების შემფასებელი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებს უნივერსიტეტების შეფასებას მსოფლიო მასშტაბით გლობალურ, რეგიონულ და დარგობრივ დონეზე.
შეფასება ეფუძნება აკადემიურ რეპუტაციას, კვლევით საქმიანობას, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლებსა და საერთაშორისო ჩართულობას.
QS-ის პლატფორმაზე პოზიციების გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის ერთგულებას საერთაშორისო სტანდარტებისადმი, რაც უმნიშვნელოვანესია სტუდენტების აკადემიური წარმატებისა და ინსტიტუციის გლობალური ავტორიტეტის განმტკიცებისთვის.