სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” პოსტერების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

2025 წლის 6-25 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ინიციატივით, “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეული“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისთვის პოსტერების კონკურსი თემაზე – “პლაგიატის პრევენცია“ გამოცხადდა.

კონკურსში 50-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.

დაჯილდოების ღონისძიებაზე, გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ, ხოლო ყველა მონაწილემ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები მიიღო.