“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლებრივი დახმარების ცენტრის შეხვედრა სტუდენტებთან
შეხვედრის მიზანი ცენტრის საქმიანობის შეჯამება, მისი სპეციფიკისა და შინაარსის სტუდენტებისთვის გაცნობა და ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი აქტივობების გაზიარება იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოთარ კაჭკაჭაშვილმა ცენტრის საქმიანობაში ჩართვის მსურველ სტუდენტებს გაესაუბრა, რის შედეგადაც ცენტრს ახალი წევრები შემოუერთდნენ.
სამართლებრივი დახმარების ცენტრი უკვე ახალ წევრებთან ერთად აქტიურად განაგრძობს საზოგადოებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევას.
უფასო იურიდიული მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 000 171
Ge