EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები – 17 ოქტომბერს გაიმართება

13-18 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით “ერაზმუსის” დღეები – #ErasmusDays2025 აღინიშნება.
“ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება ევროკავშირის მიერ ინიციირებულ კვირეულს და ერაზმუსელი სტუდენტების ჩართულობით 17 ოქტომბერს 15:00 საათზე ღონისძიებას „EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ გთავაზობთ.
ღონისძიების ფარგლებში, “ერაზმუსის” გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტები პანელური დისკუსიის ფორმატში ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებზე, ასევე გაგიზიარებენ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
საქართველოში “ერაზმუსის” საერთაშორისო ოფისისა და სტუდენტური ქსელის წარმომადგენლები “ერაზმუს+” პროგრამებს, აქტივობებსა და ახალგაზრდებისთვის არსებულ საერთაშორისო შესაძლებლობებს გაგაცნობენ.
“ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები კი მოგაწვდიან ინფორმაციას უნივერსიტეტში არსებულ შესაძლებლობებზე და შეძლებთ ჩაერთოთ ინტერაქციულ დისკუსიებში საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ღონისძიების დასასრულს სახალისო ქვიზი გაიმართება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
დასწრება თავისუფალია. შეხვედრა საინტერესო იქნება როგორც პროგრამის უკვე მონაწილე სტუდენტებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს სამომავლოდ მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და გახდეს Erasmus+ ოჯახის ნაწილი.
„EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DUSw4nPDLEVftn8P8
- 15 ოქტომბერი, 15:00 საათი
- ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი, მის.: გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505
დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Erasmus Days 2025 Agenda.pdf