საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ესპანეთში კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა

“ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში სავეტერინარო მედიცინის კლინიკური, დიაგნოსტიკური და კვლევითი სტაჟირების გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად.

სტაჟირება მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას და სხვადასხვა კლინიკურ და კვლევით აქტივობებს, მათ შორის: კლინიკური უნარების როტაციები, ჰოსპიტალური სწავლება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, საველე სამუშაო ფერმაში და კვლევის მეთოდების შესწავლა ლაბორატორიაში.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტების  ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწას და იგი კრედიტის მინიჭებას არ ითვალისწინებს.

პრაქტიკის განხორციელების დეტალები:

  • პერიოდი: 2025 წლის 22-28 ივნისი
  • ადგილმდებარეობა: ლუგო, ესპანეთი
  • ადგილების რაოდენობა: 10

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:

  • კონკურსის პერიოდში კანდიდატი უნდა იყოს ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და უნდა გააჩნდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (შემოწმდება ტესტირებისა და ინგლისურენოვანი გასაუბრების მეშვეობით)
  • კანდიდატის საშუალო შეწონილი ქულა (GPA) უნდა იყოს არანაკლებ 2.5

შერჩევის პირველ ეტაპს წარმოადგენს განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კანდიდატების კონკურსის წინაპირობებთან თავსებადობის დადგენას.

კანდიდატები, რომელთა განაცხადიც ჩაითვლება ვალიდურად, გადავლენ ინგლისური ენის ტესტირების ეტაპზე; ტესტირება მოიცავს კითხვისა და მოსმენის კომპეტენციების შეფასებას.

ტესტირების ეტაპზე წარმატებული სტუდენტები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრების ეტაპზე, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართება.

კანდიდატთა საბოლოო ქულა გამოიანგარიშება სტუდენტის აკადემიური მოსწრების, ენის კომპეტენციის, მოტივაციის, მზაობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების შეფასების გათვალისწინებით. გამარჯვებულად გამოვლინდება ათი საუკეთესო საბოლოო ქულის მქონე სტუდენტი.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს “ევროპის უნივერსიტეტი”.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 24 თებერვლის 19:00 საათის ჩათვლით: სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაციის ფორმაში კანდიდატმა უნდა ატვირთოს პირადობის მოწმობის/პასპორტის, CV-ის, ნიშნების ფურცლის და, არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელექტრონული ვერსია.

ინგლისური ენის ტესტირება ჩატარდება 25 თებერვალს, ხოლო გასაუბრება – 27 თებერვალს.

შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 28 თებერვლისა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *