სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

ესეების კონკურსი საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“

ესეების კონკურსი
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ესეების კონკურსი თემაზე – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გაიმართება.

კონკურსი ორ ლოკაციაზე, “ევროპის უნივერსიტეტსა” და “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” (ქუთაისი) გაიმართება და მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები შეძლებენ.

ინიციატივის მიზანია, შთააგონოს საერთაშორისო სტუდენტები, შეისწავლონ, გააანალიზონ და თავიანთი ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას საქართველოს უნიკალური კულტურული იდენტობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შესახებ.

სამუშაო ენა: ინგლისური

რეგისტრაციის ვადები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია შეეძლებათ: 2 მარტიდან – 16 მარტის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმულს სტუდენტები მიიღებენ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

დამატებითი დეტალებისა და ტექნიკური მოთხოვნების გასაცნობად, გაეცანით კონკურსის დებულებას.

დაელოდეთ სარეგისტრაციო ბმულს და კონკურსის დეტალებს.

გისურვებთ წარმატებებს!

მიმაგრებული ფაილები: