ესეების კონკურსი საერთაშორისო სტუდენტებისთვის – რეგისტრაცია დაიწყო
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ესეების კონკურსი თემაზე – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გაიმართება.
ესეების კონკურსის მიზანია, შთააგონოს საერთაშორისო სტუდენტები, შეისწავლონ, გააანალიზონ და თავიანთი ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას საქართველოს უნიკალური კულტურული იდენტობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შესახებ.
კონკურსი 29 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა უნდა შექმნან ესე სპეციალურად შერჩეულ თემაზე. ესეს თეზისი მონაწილეებისთვის კონკურსის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გახდება ცნობილი.
კონკურსი ორ ლოკაციაზე, “ევროპის უნივერსიტეტსა” და “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” (ქუთაისი) გაიმართება და მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები შეძლებენ.
გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან, რომლებიც ფულადი პრიზებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ კონკურსისთვის სპეციალურად შერჩეული კომისია 6 აპრილამდე გამოავლენს სამ საუკეთესო ნაშრომს.
მიღებული ქულების გასაჩივრება და ნაწერის გამოთხოვა მონაწილეებს 15 აპრილამდე შეეძლებათ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/U1xQrkhxbpPDRmba9
დამატებითი დეტალებისა და ტექნიკური მოთხოვნების გასაცნობად, გაეცანით კონკურსის დებულებას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 მარტი
გისურვებთ წარმატებებს!