„ევროპის უნივერსიტეტში“ გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საინფორმაციო სესია გაიმართება.
საინფორმაციო სესიებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე და სამსახურის სპეციალისტები თინათინ ზაალიშვილი და ნინო კანდელაკი გაუძღვებიან.
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, მიიღონ კონსულტაცია სააპლიკაციო ფორმის შევსებაზე და შემდგომ პროცედურებზე.
დრო: 17 მარტი, 16:00 საათი
მისამართი: გურამიშვილის გამზირი #76, ოთახი 409
წარიმართება ქართულ ენაზე
—
დრო: 18 მარტი, 16:00 საათი
მისამართი: სარაჯიშვილის ქ. #17, ოთახი 702
წარიმართება ინგლისურ ენაზე
გთხოვთ, დასწრების მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაციის ფორმა მოცემული ბმულის გამოყენებით – სარეგისტრაციო ბმული
გისურვებთ წარმატებებს და გელით საინფორმაციო შეხვედრაზე!