ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია
ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების, ასევე, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას ლუბლიანას ბიზნესის სკოლაში გამართულ, სრულად დაფინანსებულ, აკადემიურ პროგრამაში მიიღებენ.
პროგრამა დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობისა და გავლენის გააზრებას უმაღლეს განათლებაში.
მობილობის ფარგლებში, მონაწილეები სასწავლო კურსს – “Innovation, AI, and Global Responsibility in Higher Education” დაესწრებიან , რომელიც სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციისა და გლობალური პასუხისმგებლობის ურთიერთკავშირის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები:
- არნელა მალხასიანი – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- სალომე მაღალდაძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
- ზურა ნოზაძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი.
ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და ნაყოფიერ საერთაშორისო გამოცდილებას უსურვებს.