#ErasmusDays2025 – თინა ყაველაშვილი გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში იმყოფება

13-18 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით “ერაზმუსის” დღეები – #ErasmusDays2025 აღინიშნება.
“ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება ევროკავშირის მიერ ინიციირებულ კვირეულს და სტუდენტებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაგაცნობთ.
ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტი თინა ყაველაშვილი სრულად დაფინანსებული “ერაზმუს+” მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბულგარეთში, მეტყევეობის უნივერსიტეტში იმყოფება.
თინა თავისი შთაბეჭდილებების შესახებ გვიამბობს:
“Erasmus+ მობილობა ჩემთვის აკადემიური კუთხით ახალი აღმოჩენების პერიოდია. ეს არ არის სწავლა მხოლოდ აუდიტორიაში, ეს არის იშვიათი შანსი განსხვავებულ ადამიანებთან ერთად ქმნიდე საერთო გამოცდილებას, მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრება გამოწვევაა, რაც მასწავლის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთისაგან სწავლას. ეს პერიოდი ჩემთვის არა მხოლოდ ახალი ცოდნის, არამედ დიდი შთაგონების წყაროა”.
“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ყოველ სემესტრში ცხადდება სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტები საერთაშორისო განათლებას მასპინძელ უნივერსიტეტში მთელი სემესტრის განმავლობაში იღებენ, სწავლობენ ახალ გარემოსთან შეგუებას, დამოუკიდებლობას და იძენენ სხვა მნიშვნელოვან პიროვნულ უნარებს.
ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტები იხილეთ ბმულზე: გაცვლითი პროგრამები