#ErasmusDays2025 – სალომე კუბლაშვილი გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში, მეტყევეობის უნივერსიტეტში იმყოფება

13-18 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით “ერაზმუსის” დღეები – #ErasmusDays2025 აღინიშნება.
“ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება ევროკავშირის მიერ ინიციირებულ კვირეულს და სტუდენტებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაგაცნობთ.
ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტი სალომე კუბლაშვილი სრულად დაფინანსებული “ერაზმუს+” მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბულგარეთში, მეტყევეობის უნივერსიტეტში იმყოფება.
სალომე თავისი შთაბეჭდილებების შესახებ გვიამბობს:
“Erasmus+ მობილობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაზე. პროგრამის ფარგლებში მივიღე შესაძლებლობა, ვისწავლო ახალი მეთოდებით, დავესწრო ინტერაქტიულ სემინარებს და გავიზიარო გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან.”
“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ყოველ სემესტრში ცხადდება სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტები საერთაშორისო განათლებას მასპინძელ უნივერსიტეტში მთელი სემესტრის განმავლობაში იღებენ, სწავლობენ ახალ გარემოსთან შეგუებას, დამოუკიდებლობას და იძენენ სხვა მნიშვნელოვან პიროვნულ უნარებს.
შეგახსენებთ, რომ ერაზმუსის დღეების ფარგლებში 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ მთავარი ღონისძიება „EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზში (აუდიტორია 505) გაიმართება.
დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DUSw4nPDLEVftn8P8