საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

#ERASMUSDAYS2025 – საჯარო ლექცია: მწვანე ბიზნესის ტრანზიცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

ERASMUSDAYS2025
15 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტში“, “ერაზმუს+” KA171 საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო ლექცია თემაზე: “მწვანე ბიზნესის ტრანზიცია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ გაიმართა.

ლექციას ლატვიის ალბერტას კოლეჯის ლექტორი ლიგა სილენიეცე უძღვებოდა.

ლექციის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მაგალითზე მწვანე ტრანზიციის მნიშვნელობისა და პრაქტიკული მხარეების წარმოჩენა იყო. ლექტორმა დეტალურად ისაუბრა მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის მოლაპარაკებების დინამიკაზე, რომლებიც უკავშირდება მწვანე ტრანზიციის პროცესს.

გარდა თეორიული ხედვებისა, ლიგა სილენიეცემ გააზიარა ლატვიის მცირე და საშუალო საწარმოების რეალური მაგალითები. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაეღრმავებინათ ცოდნა მდგრადი ბიზნესის მოდელების შესახებ და გაეცნოთ ევროპული პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა ლექტორთან ერთად იმსჯელეს, როგორ შეიძლება მსგავსი პრაქტიკების დანერგვა ქართულ რეალობაში.